ამოცანები ნაწილებზე
ამოცანა 1. საქართველოს ტერიტორიის საზღვრების საერთო სიგრძე 1970 კილომეტრია. აქედან საზღვაო საზღვარია 310 კილომეტრი. საქართველოს მთლიანი საზღვრის რა ნაწილს შეადგენს საზღვაო საზღვარი?
ამოხსნა: ამოცანის ამოსახსნელად საკმარისია დავითვალოთ საზღვაო საზღვრის სიგრძის შეფარდება მთლიანი საზღვრის სიგრძესთან
310/1970 ≈ 0,16
პასუხი: საზღვაო საზღვარი შეაგენს საქართველოს მთლიანი საზღვრის დაახლოებით 0,16 ნაწილს
წესი: ორი რიცხვის ფარდობა გვიჩვენებს, ერთი რიცხვი მეორისა რა ნაწილია
იმისთვის, რომ გავიგოთ a რიცხვი b რიცხვის რა ნაწილია, a რიცხვი უნდა გავყოთ b რიცხვზე
მაგალითი 1. 1024-ის რა ნაწილია 128
ამოხსნა: 128 შეფარდებული 1024-თან= ⅛
პასუხი: ⅛.