ხუთკუთხედის აგება

წესიერი ხუთკუთხედის აგება შესაძლებელია ფარგლითა და სახაზავით წრეწირში ან მისი მხები. პროცესი აღწერა ევკლიდემ მის „ელემენტებში“ დაახლოებით ძვ. წ. 300 წელს.

წესიერი ხუთკუთხედის აგების ერთი მეთოდი მოცემულ წრეწირში შემდგია:

ალტერნატიული მეთოდია:

  1. დახაზეთ წრეწირი, რომელშიც ხუთკუთხედს ჩახაზავთ და მონიშნეთ ცენტრი "O". (მწვანე წერტილი დიაგრამაში მარჯვნივ).
  2. აირჩიეთ წერტილი A წრეწირზე, რომელიც ხუთკუთხედის ერთ-ერთი კუთხე გახდება. გაავლეთ ხაზი O და A-ს შორის.
  3. გაავლეთ ხაზი პერპენდიკულარული OA ხაზისა, რომელიც O-გადის. მონიშნეთ გადაკვეთა წრეწირის ერთ გვერდზე წერტილით B.
  4. მონიშნეთ შუაწერტილი C წერტილებს O და B-ს შორის.
  5. დახაზეთ წრეწირი ცენტრით C, რომელიც გადის A წერტილზე. მონიშნეთ გადაკვეთა OB ხაზთან (საწყისი წრეწირის შიგნით) წერტილით D.
  6. გაავლეთ წრეწირი A ცენტრით D წერტილზე. მონიშნეთ მისი გადაკვეთა საწყის (მწვანე) წრეწირთან E და F წერტილების სახით.
  7. გაავლეთ წრეწირი ცენტრით E გამავალი A წერტილზე. მონიშნეთ მისი სხვა გადაკვეა საწყის წრეწირთან G წერტილით.
  8. გაავლეთ წრეწირი ცენტრით F გამავალი A წერტილზე. მონიშნეთ მისი გადაკვეთა საწყის წრეწირთან H წერტილით.
  9. ააგეთ წესიერი ხუთკუთხედი AEGHF.